09 მაისი 2021,   13:48
ვრცლად
ნიკა მელია ევროპარლამენტარების თავდებობის შესახებ "ლელოს" ინიციატივას განიხილავს - აკაკი მინაშვილმა მელია მოინახულა

ადვოკატების შემდეგ, ნიკა მელია ციხეში აკაკი მინაშვილმა მოინახულა.

თანაგუნდელის ინფორმაციით, მელია ევროპარლამენტარების თავდებობის შესახებ "ლელოს" ინიციატივას განიხილავს.

"ვისაუბრეთ თავდებობის იდეაზე, ნიკა მელია ამ იდეას პოზიტიურად უყურებს. "ქართული ოცნებისგან" კონკრეტული პასუხი არ არის, თუმც ჯერჯერობით მათგან უარია,"- განაცხადა აკო მინაშვილმა. 

დღის ამბები