09 მაისი 2021,   12:41
ვრცლად
ნებისმიერი დარღვევა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის თუნდაც ერთი ადამიანის ინფიცირებას, მკაცრად განსჯის საკითხი უნდა იყოს - ბიძინა კულუმბერგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ყოველი 1000 ინფიცირებულიდან 10 იღუპება. 

როგორც "დღის კურიერში" სტუმრობისას კულუმბეგოვმა განაცხადა, მნიშვნელოვანია რეგულაციები მკაცრად გაკონტროლდეს.

"ჩვენი ქვეყნისთვის ინფიცირებულების ოპტიმალური რაოდენობა არ არსებობს, მაგრამ ახლა ზღვარია რეალურად, 2000-მდე ნიშნული, ეს არის ის ზღვარი, რომლის მოვლაც ჩვენ რეალურად შეგვიძლია, მაგრამ ამის ზემოთ როგორც კი დაიწყებს გადანაცვლებას, რასაკვირველია, სახელმწიფო იძულებული გახდება შემზღუდავი ღონისძიებების გარკვეულ ნაწილზე იფიქროს.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა აღსრულების ღონისძიებებზე ძალიან სერიოზული მონიტორინგის განხორციელება, ეს უნდა იყოს უმაღლესი რანგის პატრონაჟის ქვეშ აყვანილი და ნებისმიერი დარღვევა და გადაცდომა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის თუნდაც ერთი ადამიანის ზედმეტად ინფიცირებას, ეს უნდა იყოს, ძალიან მკაცრად განსჯის საკითხი," - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვის განცხადებით, თუ 2000-იან ნიშნულს ასცდება ინფიცირების მაჩვენებელი, ამის შემდგომ განგაშის ზარებია გამოსაცხადებელი.

დღის ამბები