23 ივნისი 2021,   00:45
ვრცლად
პაკისტანში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

4 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა აფეთქების შედეგად პაკისტანში. მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ერთ-ერთი სასტუმროს პარკინგზე აფეთქდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სავარაუდო სამიზნე პაკისტანში ჩინეთის ელჩი იყო. დიპლომატი შემთხვევის დროს სასტუმროში არ იმყოფებოდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "თალიბანმა" აიღო. 

დღის ამბები