16 მაისი 2021,   13:58
ვრცლად
"ნაცმოძრაობა" ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, ვინც დიპლომატების მიერ შემუშავებულ კომპრომისულ დოკუმენტს ხელს არ აწერს

"ნაციონალური მოძრაობა" ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, ვინც დიპლომატების მიერ შემუშავებულ კომპრომისულ დოკუმენტს ხელს არ აწერს. დღეს პარტიის თავმჯდომარემ ციხიდან მიმართვაც გაავრცელა. ნიკა მელია შეთანხმების ამ ფორმას წამგებიან გარიგებას უწოდებს.

ნიკა მელიას შეუვალი პოზიცია არაფერს ცვლის "რესპუბლიკური პარტიისთვის". "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბლოკში მყოფი პოლიტიკური ძალა მზადაა, კომპრომისულ დოკუმენტს ხელი მოაწეროს. "რესპუბლიკელების" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოციალურ ქსელში დღეს "ნაციონალური მოძრაობას" მიმართა და ქუჩაში დაღმავლობისკენ დარჩენა უწინასწარმეტყველა.

კიდევ ერთი კავშირი, რომელიც შესაძლებელია ახალმა დოკუმენტმა დაშალოს, ვაშაძე-ჩარკვიანის გაერთიანებაა. გიორგი ვაშაძე შეთანხმებას ოპტიმალურს უწოდებს, თუმცა თაკო ჩარკვიანისთვის ეს აზრი კატეგორიულად მიუღებელია. 

მედიატორების ახალ დოკუმენტს, რომელიც პარტიების უმრავლესობისთვის მისაღებია, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბრიუსელიდან გამოეხმაურა. 

განახლებულ დოკუმენტს ხელს აწერს და პროცესების პარლამენტში გადატანაზე საუბრობს "ლელო". მიუხედავად კრიტიკული შენიშვნებისა, ხელშეკრულებას უერთდება ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც.

ფასილიტატორების შემოთავაზებაზე თანხმობას სახელმწიფოებრივ ინტერესს უკავშირებს მმართველი გუნდი. პარლამენტის სპიკერმა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ღიად განაცხადა, რომ "ოცნება" მზადაა კრიზისის დასრულებაზე პასუხისმგებლობა ამ ფორმით აიღოს. 

საერთო დოკუმენტს, საჯაროდ, ხელი დღეს პირველმა "გირჩმა" მოაწერა. პარტიის წევრებმა პარლამენტთან დასაახლოებლად პირველი ნაბიჯიც გადადგეს. 

დღის ამბები