16 მაისი 2021,   12:41
ვრცლად
ერთადერთი გზა დარჩათ თქვან, რომ ეს პოლიტიკური ვაჭრობაა - გია ვოლსკი შეწყალებაზე

მმართველ გუნდში საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას მიესალმებიან. 

"ერთადერთი გზა დარჩათ, რომ თქვან, რომ ეს პოლიტიკური ვაჭრობაა. რას ნიშნავს ვაჭრობაა? თვითონ აყენებენ ამ საკითხებს მაშინ, როდესაც ერთმაც და მეორემაც დააშავა. ვიცნობ სალომე ზურაბიშვილს და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე თვლის, რომ ეგრე არის საჭირო, რომ დაძაბულობა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ვერსად ამოიკითხავთ ამონარიდს, როდესაც "ქართული ოცნება" ვინმეს შეწყალებაზე საუბრობს და ყველასთვის ცნობილია, რომ ეს არის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის დისკრეცია. რაც შეეხება რურუას საკითხს, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, აქ არანაირ პოლიტიკურ შეწყალებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, თუ პარტიები ხელს მოაწერენ დოკუმენტს და ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლები იტყვიან, რომ შეთანხმება შედგა, პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში შეწყალების გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს.

დღის ამბები