16 მაისი 2021,   12:27
ვრცლად
ახალი დოკუმენტი ჩვენთვის აშკარად უარესია, ამის მიუხედავად პრინციპების ერთგულების გამო ჩვენ ამაზეც მივდივართ - გიორგი ხელაშვილი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი "დღის კურიერში" აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ შეიცვალა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი, თუმცა მმართველი პარტია პრინციპულად თანახმაა აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ორიოდე კვირის წინ საკმაოდ გაცილებით უფრო მისაღები დოკუმენტი იყო ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებული, რომელსაც ჩვენ დავთანხმდით, ახალი დოკუმენტი ჩვენთვის აშკარად უარესია თუ შეიძლება ასე ითქვას, ამის მიუხედავად ისევ და ისევ ჩვენს მიერ პრინციპების ერთგულების გამო ჩვენ ამაზეც მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ღიად ვამბობთ ორ რამეს:

პირველი: გაუგებარი იყო რატომ შეიცვალა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი. ამას დრო სჭირდება, ამიტომ თავისთავად პროცესი გაიწელებოდა. ჩვენ ვამბობთ, რომ პრინციპულად თანახმა ვართ მოვაწეროთ ხელი, მაგრამ შემდეგ ეს კითხვები აუცილებლად დაისმევა, რამ განაპირობა ეს, როდესაც თვითონ ორგანიზაცია და ოფისი ამ ორგანიზაციის თვითონვე ცვლის პირობებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ეს რა თქმა უნდა უცნაურია.

და მეორე: ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებდით დასავლეთთან, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ორივე პირობა ჩვენ შევასრულეთ.

დასავლეთის ზეწოლას მოდით ამას ნუ დავარქმევთ. ეს არის მუდმივი პროცესი, როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და საუბარი დასავლეთთან," - აცხადებს გიორგი ხელაშვილი.

დღის ამბები