16 მაისი 2021,   13:01
ვრცლად
ვერ გეტყვით რამ გამოიწვია პრეზიდენტის გულისწყრომა, რურუას შეწყალებაზე კორექტული განცხადება გამოვთქვით - გიორგი ხელაშვილი

რატომ მიიღო მმართველმა გუნდმა პრეზიდენტისგან შენიშვნა - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა გიორგი რურუას შეწყალებაზე ძალიან კორექტული განცხადება გააკეთა.

"ვერ გერტყვით, ქალბატონი პრეზიდენტი კონკრეტულად რის გამო გვსაყვედურობს, რომ ჩვენ მისი სახელი არასწორად გამოვიყენეთ.  

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით შეწყალებას, პრეზიდენტს არ გავაკრიტიკებთ ამ შესაძლო გადაწყვეტილების გამო. მან მიიღო გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია მისი გულისწყრომა. მე ვფიქრობ, ძალიან კორექტული იყო ჩვენი მხრიდან გამოთქმული, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით რურუას შეწყალებას, თუკი პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს, ამ შემთხვევაში, ჩვენს პრეზიდენტს არ გავაკრიტიკებთ. ეს იყო სრულიად კორექტული დათქმა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ემთხვევა თვითონ პრეზიდენტის პოზიციას და ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას," - განაცხადა ხელაშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

 

დღის ამბები