09 მაისი 2021,   10:37
ვრცლად
ეს შეთანხმება ასრულებს იმ პოლიტიკურ სიგიჟეს, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩვენს თავს ტრიალებს - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩის" ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი "რუსთავი 2-ის" ეთერში აცხადებს, რომ პოლიტიკური მხარეების მიერ დოკუმენტზე ხელის მოწერით და შეთანხმების მიღწევით ქვეყანაში არსებული პოლიტიკური" სიგიჟე" დასრულდება.

"ეს შეთანხმება ასრულებს იმ პოლიტიკურ სიგიჟეს, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩვენს თავს ტრიალებს. გუშინდელ შეხვედრაში განსხვავება იყო არა თემებში, არამედ დამოკიდებულებაში ჩვენი უცხოელი პარტნიორების და მეგობრების. ისინი მოგვიწოდებდნენ, რომ დავასრულოთ, იმიტომ, რომ ყველა დაიღალა. ზუსტად, ხაზგასმით იყო ისე, რომ დამსწრე საზოგადოებას ეცინებოდა.

მათ თქვეს, რომ შარლ მიშელს აქვს დაძაბული გრაფიკი, ბევრი საქმე და ჩვენს დიპლომატებსაც აქვთ დიპლომატიური სამსახური, რომელიც სხვა უფლება-მოვალეობებს ნიშნავს გარდა იმისა, რომ ჩვენ შეგვარიგონ და ჩვენს მოლაპარაკებებზე იზრუნონ. ძალიან ზრდილობიანად და მკაფიოდ მიგვანიშნეს, რომ ეს არის ფაქტობრივად ფინიშის ხაზი, რომელსაც ან გამოვიყენებთ, ვთქვათ მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც დადგა და რომელიც არც ერთ მხარეს არ მოსწონს და მთელი მოლაპარაკების მიზანიც არის, რომ აღარ იყოს გამარჯვებული და ვიღაცა არ გამოდიოდეს და დაფდაფებს არ ურტყამდეს გამარჯვების და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი შეთანხმება, რომლითაც მართლა არც ერთი მხარე არ იქნება ბოლომდე კმაყოფილი," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ვახტანგ მეგრელიშვილის "დღის კურიერის" ეთერში განმარტავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების სკამებს "გირჩელებიდან" ზურაბ ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი დაიკავებენ.

დღის ამბები