16 მაისი 2021,   13:42
ვრცლად
მე ვერ გამოვრიცხავ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწეროს - დავით ბაქრაძე​ შარლ მიშელის ახალ შეთავაზებაზე

ოპოზიციონერი დავით ბაქრაძე  არ გამორიცხავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი არ მოაწეროს. "მე ვერ გამოვრიცხავ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწეროს" - განაცხადა დავით ბაქრაძემ ევროკავშირის ოფისში.

მისივე თქმით, ახალი დოკუმენტი მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიცავს. 

"სრულად შევუერთდები კოლეგეგის მოსაზრებას "ქართული ოცნების" არმოსვლასთან დაკავშირებით, ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში, როდესაც წყდება ქვეყნის ბედი, მოლაპარაკებებზე არ მოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ხალხის დამოკიდებულებას საქართველოს მომავლის მიმართ. მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან დიდი უპასუხისმგებლობის და უპატივცემლობის გამოვლენა.

დოკუმენტში შეტანილია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს აუმჯობესებს და პირველ რიგში ეს დოკუმენტი შეეხება პოლიტპატმრების საკითხს. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ პოლიტპატიმრების ნაწილში დიდწილად მიიღო, რასაც ითხოვდა. ასევე ეს დოკუმენტი განსაზღვრავს მექანიზმს, როდის და როგორ შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და ეს არის ბმა ადგილობრივ არჩევნებთან," -აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

შეგახსნებთ, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დღეს ევროკავშიორის ოფისში დაგეგმილი შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. ევროკავშირის ოფისში დღეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ გამოჩენილან. ოპოზიციის ლიდერებთან მცირეხნიანი შეხვედრის შემდეგ კი მედიასთან განცხადება კარლ ჰარცელმა გააკეთა. ასევე, სულ ერთი საათის წინ გახდა ცნობილი, რომ შარლ მიშელმა ქართველ პოლიტიკოსებს ახალი, 5 პუნქტიანი დოკუმენტი შესთავაზა.

დღის ამბები