16 მაისი 2021,   13:36
ვრცლად
"რესპუბლიკური პარტიის" სახელით მზად ვართ იმისთვის, რომ ხელი მოეწეროს ამ დოკუმენტს - ხათუნა სამნიძე შარლ მიშელის ახალ შთავაზებაზე

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული საბოლოო დოკუმენტი პოზიტიური და მათთვის მისაღებია.

"ჩვენ გვქონდა პირდაპირი საუბარი ბრიუსელთან, საიდანაც გაგვაცნეს მოლაპარაკებების საბოლოო დოკუმენტი, რომელიც არის კომპრომისული ვერსია და როგორც ამას ხედავს პრეზიდენტი მიშელი, როგორ შეიძლება გადაწყდეს დაპირისპირება და შევთანხმდეთ იმ საკითხებზე, რაზეც უკვე რამდენიმე თვეა ვერ ვთანხმდებით.

დოკუმენტი, რომელიც დღეს დადო პრეზიდენტმა მიშელმა, არის ძალიან პოზიტიური პროგრესი და აქ უკვე არის ჩანაწერი კონკრეტულად, როგორ შეიძლება მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე და რაც მთავარია, ეს არის საკითხი, რომელიც ეხება ორი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების საკითხს. ჩანაწერი მკაფიოა, ლაპარაკია ორ საკითხზე და არის კონკრეტული გზები, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს უახლოეს დღეებში ორივე პატიმარი. ამიტომ, დოკუმენტი არის მისაღები და შემიძლია ვთქვა "რესპუბლიკური პარტიის" სახელით, რომ მზად ვართ იმისთვის, რომ ხელი მოეწეროს ჩვენი მხრიდან ამ დოკუმენტს, თუმცა ამისთვის საჭიროა ხელისუფლების მხრიდან მზაობა, რომ შევთანხმდეთ," - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

შეგახსნებთ, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დღეს ევროკავშიორის ოფისში დაგეგმილი შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. ევროკავშირის ოფისში დღეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ გამოჩენილან. ოპოზიციის ლიდერებთან მცირეხნიანი შეხვედრის შემდეგ კი მედიასთან განცხადება კარლ ჰარცელმა გააკეთა. ასევე, სულ ერთი საათის წინ გახდა ცნობილი, რომ შარლ მიშელმა ქართველ პოლიტიკოსებს ახალი, 5 პუნქტიანი დოკუმენტი შესთავაზა.

 

დღის ამბები