09 მაისი 2021,   14:05
ვრცლად
ედინბურგის ჰერცოგი დაკრძალეს - სამეფო ოჯახმა პრინცი ფილიპი უკანასკნელ გზაზე გააცილა

სამეფო ოჯახმა პრინცი ფილიპე უკანასკნელ გზაზე გააცილა. ედინბურგის ჰერცოგი უინძორის სასახლეში მდებარე წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალეს. კოვიდ შეზღუდვების გამო ცერემონიალს 800 ადამიანის ნაცვლად 30 პირი დაესწრო.

მათი დიდი ნაწილი პრინცის ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები იყვენენ. დაკრძალვის პროცესიის დაწყებამდე სამხედრო აღლუმი გაიმართა, რაშიც 730 სამხედრო მონაწილეობდა.

ცერემონია დიდი ბრიტანეთში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლე პრინცი ფილიპე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

No description available.

No description available.

No description available.

No description available.

დღის ამბები