20 ივნისი 2021,   05:47
ვრცლად
სომხეთის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკო.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრეზიდენტს დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მასპინძლობს. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის მეზობლობა და რეგიონში განვითარებული მოვლენები იქნება.

არმენ სარქისიანმა შეხვედრა უკვე გამართა მის ქართველს კოლეგასთან სალომე ზურაბიშვილთან. სარქისიანი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მეუღლესთან ერთად იმყოფება.

დღის ამბები