09 მაისი 2021,   10:49
ვრცლად
"ევროპული საქართველო" კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

"ევროპული საქართველო" კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ დატოვა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დროა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდეს. 

 "დრო მოვიდა ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდე. დიდი ხანია, ამ სიახლეზე, ჩემს ცხოვრებაში მის საჭიროებაზე ვფიქრობ. ვხედავ და მჯერა, რომ პოლიტიკური პარტიის წევრობა, შედარებით ტრადიციულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, სულაც არაა ამ ქვეყანაში იმგვარი ცვლილებებისა და სიახლის მოტანის ერთადერთი და ყველაზე ეფექტიანი შესაძლებლობა, რომელსაც მინდა, რომ მივაღწიო.

დღეს ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმს ვებრძვით. რეჟიმს, რომელსაც საღი აზრი რახანია დაკარგული აქვს და მზადაა, საშიში პროვოკაციების გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამ ბრძოლაში ასიათასობით ადამიანია ჩართული, წინა ხაზზე კი პოლიტიკოსებთან ერთად ბევრი სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის მოტივირებული ადამიანი დგას. სწორედ ამ ბრძოლაში ვაპირებ ბოლომდე მონაწილეობას.

მინდა, წარმატება ვუსურვო ევროპულ საქართველოს, ადამიანებს, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას ამ პარტიის ქოლგის ქვეშ. ეს პარტია საქართველოს თავისუფლების, დასავლური არჩევანისა და ლიბერალური დემოკრატიის დაცვის ყველაზე ძლიერი და თანმიმდევრული ხმა იყო და მჯერა, რომ ასეთად დარჩება. ზუსტად ვიცი, რომ გიგა ბოკერია ბოლომდე იბრძოლებს ამ ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის,"- წერს ირაკლი კიკნაველიძე. 

დღის ამბები