16 მაისი 2021,   13:53
ვრცლად
მეტი კომუნიკაცია მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ თუნდაც დღევანდელი ესკალაციის ასეთი მასშტაბი თავიდან აგვერიდებინა - მიხეილ სარჯველაძე ნამოხვანზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ნამოხვანჰესთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო და გადაწყვეტილებების მიღების პროცესიც უფრო მეტად გახსნილი. ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა:

" კრიტიკული ვარ ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესთან მიმართებაში, რომ მეტი კომუნიკაცია ამ ვითარებაში მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ თუნდაც დღევანდელი ესკალაციის ასეთი მასშტაბი თავიდან აგვერიდებინა. კომუნიკაციას, მეტ ჩართულობას, მეტ გახსნილობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში რა საკვირველია აქვს თავისი დადებითი მხარე, შეიძლება ქრესტომათიულ მაგალითად  დავასახელოთ, როგორ არის ხელისუფლებისთვისვე სასარგებლოა მეტი გახსნილობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მეტი ტრანსპარენტულობა, ეს ყოველთვის საჭირო და აუცილებლობით ნაკარნახევია.

ჩვენს საუკუნეში დამალული გადაწყვეტილებები ვერცერთ შემთხვევაში პერსპექტიულად ვერ ჩაითვლება," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები