16 მაისი 2021,   12:25
ვრცლად
გარდაცვლილი ექთნის საქმე - არ არის გამორიცხული, ფაქტზე პასუხისმგებელ პირთა წრე გაიზარდოს

აცრის შემდეგ ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატებს მტკიცებულებები გადაეცათ.

თითქმის ერთი თვე გავიდა და საბოლოო დასკვნა, ჯერჯერობით, ისევ არ არის.

ოჯახი ექიმების - ლევან რატიანისა და პაატა იმნაძის გამოკითხვასაც ითხოვს.

ახალციხის კლინიკაში კი, საგამოძიებო ექსპერიმენტი ყველა იმ პირის მონაწილეობით უნდა ჩატარდეს, რომლებიც იმ დროს კლინიკაში იმყოფებოდნენ და პროცესში მონაწილეობდნენ.

არ არის გამორიცხული, ფაქტზე პასუხისმგებელ პირთა წრე გაიზარდოს.

 

დღის ამბები