20 აპრილი 2021,   05:24
ვრცლად
მხარეები ახლოს არიან ღია კონფლიქტთან - კარლ ბილდტი უკრაინაში რუსეთის მოქმედებებზე 

აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა და რუსი სამხედროების უკანონო გადაადგილება უკრაინის აღმოსავლეთით, განხილვის მთავარი თემა იყო პენტაგონსა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებს შორის გამართულ ვიდეოკონფერენციაზე.

აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, პოლონეთის და ლიეტუვის ოფიციალური პირები ადასტურებენ ურყევ მხარდსაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ისინი ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ რეგიონში რუსეთის მზარდი სამხედრო აქტიურობის გამო. მხარეები თანხმდებიან, რომ რუსეთის დესტაბილიზციური ქმედებები ძირს უთხრის ეუთოს შუამავლობით მიღწეულ 27 ივლისის შეთანხმებას.

დღესვე BBC-სთან ინტერვიუში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თანათავმჯდომარემ კარლ ბილდტმა განაცხადა, რომ მხარეები ახლოს არიან ღია კონფლიქტთან.

"ეს აშკარად კრემლის მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა კონფლიქტის ესკალაციის შესახებ. სად მიგვიყვანს არსებული ვითარება - არ ვიცით, ​​მაგრამ ეს საშიშია. მხარეები ახლოს არიან ღია კონფლიქტთან," - განაცხადა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თანათავმჯდომარემ კარლ ბილდტმა.

დღის ამბები