19 აპრილი 2021,   06:24
ვრცლად
"ეს არ იყო შემთხვევითი, ეს მოხდა განზრახ" - თურქეთში შეხვედრაზე ევროკომისიის ქალ პრეზიდენტს სკამი არ დაუდგეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლეიენს შეხვდა. 5 აპრილს გამართული შეხვედრისას ევროკომისიის ქალ პრეზიდენტს სკამი არ დაუდგეს, რამაც საერთაშორისო მედიაში მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

შეხვედრების ოთახში, ევროკავშირისა და თურქეთის დროშებთან, იდგა ორი სკამი, რომლებზეც ერდოღანი და შარლ მიშელი დასხდნენ. კადრების მიხედვით, ამ დროს ურსულა ფონ დერ ლეიენი ჯერ კიდევ ფეხზე დგას და არ იცის, სად დაჯდეს. მან ჯერ ხელის მოძრაობით, შემდეგ კი ხმით მიანიშნა თურქეთისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს შექმნილ უხერხულობაზე.

"ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობები ასეთი არ უნდა იყოს"-ასე გამოეხმაურა ინციდენტს გერმანელი ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი.

კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, სოფი ინით ფილდმა კი დაწერა, რომ "ეს არ იყო შემთხვევითი, ეს მოხდა განზრახ". ევროპარლამენტარმა მომხდარის გამო საკუთარ ტვიტერზე უკმაყოფილება შარლ მიშელის მიმართაც გამოთქვა.

დღის ამბები