23 აპრილი 2021,   20:18
ვრცლად
ცნობილი ბიზნესმენი, "ლოპოტა სპა რეზორტის" დამფუძნებელი გოგა მაისურაძე დღეს დაკრძალეს

ცნობილი ბიზნესმენი, "ლოპოტა სპა რეზორტის" დამფუძნებელი გოგა მაისურაძე დღეს დაკრძალეს. ბიზნესმენი მძიმე სენს ერთი წლის განმავლობაში ებრძოდა.

"ლო­პო­ტა სპა რე­ზორ­ტი" 2008 წელს და­არ­სდა, რო­გორც 7-ოთა­ხი­ა­ნი სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო, მაშინ, როცა ადგილზე იყო მხოლოდ ტბა და ტყე. გოგა მა­ი­სუ­რა­ძე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ბანკები სესხებს თითქმის არ გასცემდნენ და არც არავის სჯეროდა, რომ იქ შეიძლება, ტურისტი ჩასულიყო.

სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ბევ­რს უტო­პი­ად ეჩ­ვე­ნე­ბო­და, თუმ­ცა გოგა მა­ი­სუ­რა­ძემ ცნობილი ქარ­თუ­ლი ბრენ­დის შექმნა შეძლო.

ის დღეს ალავერდის ტაძრიდან გაასვენეს.

დღის ამბები