15 აპრილი 2021,   06:55
ვრცლად
დიალოგი მოითხოვს სამართლიან პირობებზე შეთანხმებას, ემოციები და ულტიმატუმები უნდა გადავდოთ გვერდით - არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დიალოგის წარმართვისთვის მნიშვნელოვანია, რომ ემოციები და ულტიმატუმი გვერდზე იქნას გადადებული. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მოლაპარაკებისათვის მზაობა არსებობს და საპარლამენტო პროცესებში ოპოზიციის მონაწილეობა ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობაა სიტუაციის დეესკალაციისთვის.

"დიალოგისთვის არსებობს სივრცე, მაგრამ დიალოგი ასევე მოითხოვს სამართლიან პირობებზე შეთანხმებას. მე ვფიქრობ ემოციები უნდა გადავდოთ გვერდით, ულტიმატუმები უნდა გადავდოთ გვერდით და სამართლიან საფუძვლებზე უნდა შევთანხმდეთ თუ როგორ ვაგრძელებთ მომავალ პოლიტიკურ თანამშრომლობას," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები