15 აპრილი 2021,   05:12
ვრცლად
მსოფლიოში Covid-19-​ის შემთხვევებმა 116 მილიონს მიაღწია, გარდაიცვალა 2 მილიონ 570 ათასი პაციენტი

შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ევროპაში ეპიდვითარება გაუარესდა. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში Covid-19-​ის 6 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 446 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კი, ქვეყანაში Covid-19-ით დაღუპულ პაციენტთა რაოდენობამ 70 000-ს გადააჭარბა.

ვითარება მძიმეა ბელგიაშიც, ქვეყანა 2 თვეა Covid-19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციას ახორციელებს, მიუხედავად ამისა, ორი კვირაა, რაც ყოველდღიური შემთხვევების მატება არ წყდება. 21 % -ით გაიზარდა ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც.

კომენდანტის საათი ამოქმედდა სლოვაკეთში, გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებლის ფონზე, მთავრობის დადგენილებით, მოქალაქეებს 20:00 საათიდან 05:00 საათამდე გარეთ გასვლა აეკრძალებათ.

ლოქდაუნი 16 მარტამდე გახანგრძლივდა საბერძნეთში. ხელისუფლების განცხადებით, ჰოსპიტალიზაციის არსებული ტემპის გამო, ჯანდაცვის სისტემა ინფრასტრუქტურისა და პერსონალის თვალსაზრისით შესაძლებლობების საზღვრებს მიღმა აღმოჩნდა.

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრ ვასილის კილილიასის თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ე.წ. ბრიტანული ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები.

ვორლდომეტრის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდინფიცირების შემთხვევებმა 116 მილიონს მიაღწია. გარდაიცვალა 2 მილიონ 570 ათასი პაციენტი.

დღის ამბები