15 აპრილი 2021,   06:32
ვრცლად
ოპოზიციიის მიერ სამოქმედო გეგმის შეცვლა იმის ნიშანია, რომ მოლაპარაკებისთვის რაღაც მზაობა არსებობს - ლევან იოსელიანი

პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივნის, დეპუტატ ლევან იოსელიანის განცხადებით, ოპოზიციის მიერ სამოქმედო გეგმის შეცვლა იმის ნიშანია, რომ მოლაპარაკებისთვის რაღაც მზაობა არსებობს.

"ეს არის სიტუაცია, სადაც კომპრომისის გარეშე ქვეყანა დაზარალდება. საკუთარი პოლიტიკური და პირადი ვიწრო ინტერესი დაძლეული უნდა იყოს ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ. თუნდაც ის, რომ ოპოზიციამ თავისი სამოქმედო გეგმა შეცვალა და ნაკლებად კონფრონტაციულია დღეის მდგომარეობით, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ მოლაპარაკებისთვის რაღაც მზაობა არსებობს,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია ”მოქალაქეების” გენერალურმა მდივანმა ლევან იოსელიანმა. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა შეცვალა და ბრიუსელის სამიტამდე, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი კონკრეტული ფორმულით უნდა ჩავიდეს, დაანონსებული აქციები 20 რიცხვამდე გადაიდო. 

ამას ოპოზიცია იმით ხსნის, რომ ხელისუფლებას არ მისცემენ იმის საბაბს, რაიმე სახით მოლაპარაკებას ხელი შეეშალოს. 

დღის ამბები