23 აპრილი 2021,   20:32
ვრცლად
თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას - მევლუთ ჩავუშოღლუ

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

შეხვედრის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის შეხვედრა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან ფუათ ოქთაისთან.

"ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებთ საქართველოს შესახებ ჩვენს მოსაზრებას, ყველაზე ღიად ვაცხადებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და ერთ-ერთი ის ქვეყანა ვართ, რომელიც ამ თემაზე საკმაოდ ღიად საუბრობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ყოველთვის ნათლად ვამბობთ საქართველო-ნატოს ურთიერთობების და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ ჩვენს მოსაზრებას", თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც ამას აზერბაიჯანის შემთხვევაში ვაკეთებთ,"- განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

დღის ამბები