23 აპრილი 2021,   21:04
ვრცლად
"ხელისუფლებას რომ არ მივცეთ მოლაპარაკების ჩაშლის საფუძველი, ოპოზიციამ აქციის გადადების გადაწყვეტილება მიიღო" - პაატა მანჯგალაძე

ოპოზიციის სახეცვლილი გეგმები - პარტიები, რომლებიც უკვე 4 თვეა ბოიკოტის რეჟიმში არიან, აქციებს აგრძელებენ. უარი თქვეს პიკეტზე, თუმცა, დათანხმდნენ საპროტესტო მსვლელობას, თბილისიდან რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12-ე დაწესებულებამდე.

"პარტიული პროტესტის ფორმები შეიცვლება ისე, რომ საბაბიც კი გავუქროთ ხელისუფლებას, სადაც ფიზიკური შეხებაც კი არ იქნება. ხვალ იქნება აქცია მანქანებით,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

საპროტესტო გადაადგილების ბოლო წერტილია იქ, სადაც უკვე მე-9 დღეა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პატიმრობაში იმყოფება. 13 მარტს დაგეგმილი აქცია კი 20 მარტამდე გადაიდო.

"იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ დამატებითი საფუძველი ჩაშალონ მოლაპარაკება, ოპოზიციამ აქციების გადადების გადაწყვეტილება მიიღო. აქციები პარტიების მიერ ნებაყოფლობითი იქნება. ვიცით, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს სპეციფიკური ვითარება, რადგან პარტიის თავმჯდომარეა დაჭერილი და მათ შეუძლიათ ჩაატარონ აქციები, იმ პირობით, რომ ადმინისტრაციულ შენობასთან და პოლიციასთან არ მოვიდნენ შეხებაში,"- აცხადებს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები