23 აპრილი 2021,   21:58
ვრცლად
"დღეს აღარ არსებობს ინსტიტუცია, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია სასამართლოზე" - ირაკლი ქადაგიშვილი  

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ დღეს სასამართლო განვითარების მაღალ ეტაპზეა. მისი თქმით, არ არსებობს ინსტიტუცია, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია სასამართლოზე.

"ჩვენ ძალიან თანმიმდევრულად ვახორციელებთ სასამართლო რეფორმას. თუ 2012 წლამდე საქართველოს სასამართლო ეს იყო ყველაზე კარგ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრთა არსებული სიპი, შპს, რეალურად. დღეს საქართველოში სასამართლო თავისი განვითარების მნიშვნელოვნად მაღალ ეტაპზეა, რომელსაც, რა თქმა უნდა, სჭირდება შემდგომი რეფორმირება და შემდგომი დახვეწა. დღეს აღარ არსებობს ინსტიტუცია, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია სასამართლოზე,“ - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. 

დღის ამბები