23 აპრილი 2021,   21:47
ვრცლად
პროტესტი არ შეწყდება, სანამ ფაშინიანი თანამდებობას არ დატოვებს და გადაწყვეტილებებისთვის პასუხს არ აგებს - სომხეთის ოპოზიციის ლიდერი

16:00 საათზე ერევანში ოპოზიციის მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყება. ქალაქში გაშლილია კარვები.

ნიკოლ ფაშინიანის მოწინააღმდეგები დანებებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ბრძოლას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გააგრძელებენ.

დღესვე დაგეგმილი იყო კონტრაქცია, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ პრემიერ-მინისტრის მომხრეები, თუმცა მათ მოულოდნელად დღის წესრიგი შეცვალეს.

ცოტა ხნის წინ დასრულდა ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა ოპოზიასთან

ოპოზიციური პარტია "სამშობლოს" ლიდერი, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორი არტურ ვანეციანი "კურიერთან" საუბარში აცხადებს, რომ დღევანდელი საპროტესტო აქციით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს აჩვენებს, თუ რამდენ ადამიანს სურს მისი თანამდებობიდან გადადგომა. 

ვანეციანი, ასევე, აღნიშნავს, რომ პროტესტი იმ დრომდე არ შეწყდება, სანამ ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობას არ დატოვებს და ყველა გადაწყვეტილებისთვის პასუხს არ აგებს.  

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები