23 აპრილი 2021,   20:31
ვრცლად
როდესაც პრემიერ-მინისტრი საუბრობს წითელ ხაზებზე, ეს ეხება ჩვენი ამომრჩევლის ნებას - მაკა ბოჭორიშვილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიატორობით შემდგარი მოლაპარაკებების მეორე დღეს პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებაზე, რომ რიგგარეშე არჩევნები კვლავ წითელ ხაზად რჩება, მმართველი გუნდის წევრმა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭირიშვილმა განაცხადა, რომ წითელი ხაზი არის ამომრჩევლის ნება, რომელიც მათ 31 ოქტომბერს დააფიქსირეს და ამ არჩევანის გადახედვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს:

"24 საათის განმავლობაში არაფერი არ შეცვლილა, ჩვენ დიალოგზე ვსაუბრობთ დიდი ხანია და ეს მოწოდებები მუდმივად ისმის "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ პროცესებს პარლამენტში, სამწუხაროდ, პარლამენტში პროცესები დღემდე ვერ მიმდინარეობს ისე, როგორც ჩვენს ხელისუფლებას უნდოდა რომ ეხილა. მაგრამ გამოსავალი აქედან არის დიალოგი, უნდა ვისაუბროთ როგორ მოვახერხოთ ამ კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა. რაც შეეხება წითელ ხაზებს, როდესაც პრემიერ მინისტრი საუბრობს, ეს ეხება ჩვენი ამომრჩევლის ნებას, არ შეიძლება ჩვენი ამომრჩევლის ნება, ის რაც გაკეთდა 31 ოქტომბერს, დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. არ გამქრალა ეს წითელი ხაზი, ეს წითელი ხაზი ჩვენ პოლიტიკურ გუნდს აქვს და ვთვლით, რომ ამის გადახედვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები