19 აპრილი 2021,   07:13
ვრცლად
ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს ახლო მეგობარია - კარლ ჰარცელი შარლ მიშელის ვიზიტზე

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი აეროპორტში შარლ მიშელს დახვდა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი თბილისში 20 საათზე ჩამოფრინდა. 

როგორც ჰარცელმა აღნიშნა, მიშელის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია.

"ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს ახლო მეგობარია. მას ხვალ საკმაოდ დატვირთული დღე ელის. გვაქვს უამრავი პროექტი, რომლის განხორციელებაც საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, პროექტები აგროკულტურასაც შეხება,"-აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიასა და ლუქსემბურგში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ აღნიშნა, რომ შარლ მიშელი ხვალვე აპირებს საოკუპაციო ხაზის მონახულებას.

"ეს არის მისი პირველი ვიზიტი საქართველოში და ზოგადად, რეგიონში. ხვალ ძალიან დატვირთული დღე ექნება. მიშელი შეხვდება როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს,"-აღნიშნა ნატალი საბანაძემ.

დღის ამბები