19 აპრილი 2021,   07:32
ვრცლად
რამდენად უსაფრთხოა ახალი პლატფორმა Clubhouse - ვირტუალური სივრცე სადაც კომუნიკაცია მხოლოდ ხმით ხდება საქართველოში უკვე პოპულარულია

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა. შეიცვალა მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება, მოთხოვნები და საჭიროებები.

სოციალური დისტანციის პირობებში ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია და განვითარებაა. რისთვისაც სოციალურ ქსელებში ახალი პლატფორმები გაჩნდა.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქსელი ახლა Clubhouse-ია, რომელსაც 10 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. აქ ერთადერთი საკომუნიკაციო სისტემა - ხმაა.

აუდიო სისტემაზე დაფუძნებულმა სოციალურმა ქსელმა, პოპულარობის ზრდასთან ერთად კითხვები გააჩინა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ექსპერტები ამბობენ, რომ ახალი მომხმარებლების მოწვევის პრინციპი და აუდიომასალის ჩაწერა-შენახვის საკითხები შეუძლებელს ხდის უსაფრთხოების გარანტირებას.

დღის ამბები