19 აპრილი 2021,   20:47
ვრცლად
საქართველოს რკინიგზამ სამგზავრო გადაყვანები განაახლა

სამ თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზამ სამგზავრო გადაყვანები განაახლა. მატარებლებმა მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობა 27 თებერვლიდან დაიწყეს. მოძრაობას აღდგა შემდეგ რეისებზე 

თბილისი-ბათუმი-თბილისითბილისი-ზუგდიდი-თბილისი;​ თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;​ თბილისი-ფოთი-თბილისი;​ თბილისი-ქუთაისი-თბილისი.

კომპანიის ინფორმაციით, მგზავრებს ბილეთების შეძენა ონლაინრეჟიმში 25 თებერვლიდან შეეძლოთ, რკინიგზის სალაროები კი, 26 თებერვლიდან გაიხსნა.

რაც შეეხება კოვიდ 19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით:

გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს,

მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.

ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.

პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. 

დღის ამბები