19 აპრილი 2021,   19:44
ვრცლად
სომხეთში პროტესტი გრძელდება - დემონსტრანტები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

სომხეთის პარლამენტთან საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დემონსტრანტები, უკვე მესამე დღეა, პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. პარლამენტის შენობასა და მის გარეთ უსაფრთხოების ძალები იყო მობილიზებული. სამართალდამცველებმა მომიტინგეებს კარვების გაშლის უფლება მისცეს.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები მას შემდეგ განახლდა რაც ნიკოლ ფაშინიანს წასვლა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ათობით თანამშრომელმა მოსთხოვა. თავად ფაშინიანი გენშტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს, ის ქვეყნის პრეზიდენტს გენშტაბის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნაზე ხელის მოწერას სთხოვს. ოპოზიციას კი დიალოგისკენ მოუწოდებს.

 

დღის ამბები