19 აპრილი 2021,   06:13
ვრცლად
ბრიტანული შტამით ლეტალობის მაჩვენებელი უფრო დაბალია ვიდრე კორონავირუსის შემთხვევაში - მაკა ბულეიშვილი

ექიმი თერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში, პროფესორი, მაკა ბულეიშვილი კორონავირუსის ახალი შტამის ქცევას განმარტავს, რომელის საქართველოში უკვე 3 კლასტერშია გავრცელებული. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული შტამი საქართველოში უკვე დაფიქსირდა, გადაჭრით იმის თქმა, მუსირებს თუ არა იგი მოსახლეობაში, არ შეიძლება.  

"კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები თითზე ჩამოსათვლელია რაოდენობრივად. რაც შეეხება ბრიტანულ შტამს, ამ ვირუსის არსებობა უკვე დაფიქსირდა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, იმაზე საუბარი არის, მუსირებს, თუ არა იგი მოსახლეობაში, ესე მარტივად ამის თქმა არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ჯერჯერობით, ველოდებით ჩვენი ექსპერტების, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იმ შემთხვევაში, თუკი ეს დადასტურდება, ამას სიფრთხილე სჭირდება და სხვანაირი მიდგომა," - ამბობს მაკა ბულეიშვილი.

მაკა ბულეიშვილის განმარტებით, კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ამ ეტაპზე საფუძვლიანი ინფორმაცია და დისკუსიები არ მიმდინარეობს, თუმცა ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანი მისი ის არის, რომ ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა მალე გადადის და ადვილად ექვემდებარება მკურნალობას.

"ახასიათებს ის, რომ იგი ძალიან მარტივად ვრცელდება და ამ გავრცელების გარდა, ის დამახასიათებელი სიმპტომები რაც ზოგადად კორონავირუსს ახასიათებს, იგივე სიმპტომებით არის წარმოდგენილი, თუმცა შედარებით მსუბუქი სახით მიმდინარეობს. რაც არის მოცემული უცხოელი კოლეგებისგან კვლევებით, ამის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლეტალობის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი, იმასთან შედარებით რაც იყო კორონავირუსის შემთხვევაში. როგორც ადვილად ვრცელდება და როგორც ადვილად გადადის, ასევე ადვილად ექვემდებარება მკურნალობას და ასევე სხვადასხვა მრავალფეროვანი სიმპტომებით არის წარმოდგენილი," - ამბობს მაკა ბულეიშვილი. 

დღის ამბები