23 აპრილი 2021,   21:28
ვრცლად
მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები - პრეზიდენტი ვახო სანაიაზე თავდასხმას გმობს 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე ძალადობას გმობს.

პრეზიდენტი საგამოძიებო ორგანოებს ფაქტის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

"კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა! 

ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს!

მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა!,"-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები