23 აპრილი 2021,   22:11
ვრცლად
ძალადობა ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით კატეგორიულად მიუღებელია - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას გმობს - ამის შესახებ მან განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა.

მამუკა მდინარაძე ხაზს უსვამს, რომ ძალადობა, განსაკუთრებით კი, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, კატეგორიულად მიუღებელია.

"ძალადობა ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით თუ ეს ხდება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც საზოგადოების ყველა წევრი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ!

არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე ადამიანის პროფესიული საქმიანობა მოგვწონს, თუ არა, როგორ ფასდება ის რომელიმე პირის თუ პირთა წრის მიერ, ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს არ იძლევა ძალადობის გამართლების არანაირ საშუალებას!,"- წერს მამუკა მდინარაძე.

 

 

დღის ამბები