19 აპრილი 2021,   19:07
ვრცლად
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მემორიალთან ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მემორიალთან ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრებმა კოჯორში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

"დღეს არის ის დღე, რომელიც ყოველთვის გვახსენებს, რამდენად დიდი მოვალეობაა ყველა მოქალაქის, რომ დაიცვას ის, რასაც ადამიანებმა 100 წლის წინ თავი შესწირეს. მაშინ, ჩვენი ეს სწრაფვა თავისუფლებისკენ სისხლის ჩაახშო საბჭოთა რუსეთმა და ამას მოჰყვა ათწლეულები სტალინური საბჭოთა რუსეთის რეპრესიების, რომელმაც უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას და ჯოჯოხეთში აცხოვრა თაობები. დღესაც საფრთხე მოდის იგივე მიმართულებით, სამწუხაროდ ჩრდილოელი მეზობლისგან, სადაც მემკვიდრეობა საბჭოთა სტალინური რუსეთის არა თუ არ გამქრალია, არამედ პირიქით, ამის აღორძინებას ცდილობენ და ჩვენი ქვეყნის შიგნითაც არიან ძალები, ვინც ამ თავისუფლებას უქმნის საფრთხეს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად ახალგაზრდა იუნკერები იბრძოდნენ.  

დღის ამბები