19 აპრილი 2021,   19:59
ვრცლად
როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას - მწარმოებელ კომპანიებთან კიდევ ერთი სხდომა კვირის ბოლომდე შედგება

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრების შემოსატანად ქვეყნის მზაობაზე ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორის საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, "კოვაქსის", "ფაიზერის" და საქართველოს მხარის მონაწილეობით კიდევ ერთი სხდომა კვირის ბოლომდე შედგება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, თუ როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას.

"რა თქმა უნდა, ვაქცინაცია ქვეყანაში დღეს რჩება პრიორიტეტად. ჩვენ დამატებით ვიმსჯელეთ ამ გამოწვევაზე. არის მუდმივი კომუნიკაცია, როგორც მწარმოებლებთან, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან და კოვაქს პლატფორმასთან. კვირის ბოლომდე ჩვენ გვექნება დამატებითი ჩართულობა ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართულია პროცესში და დამატებით გვეცოდინება ის კონკრეტული თარიღები, როდესაც საქართველოში უკვე შესაძლებელი გახდება ვაქცინაციის პროცესის დაწყებაც," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები