19 აპრილი 2021,   19:54
ვრცლად
კვირაზე მეტია ჭიათურაში, "შუქრუთის" მაღარო მოსახლეობის მიერ არის პიკეტირებული

კვირაზე მეტია, რაც ჭიათურაში, "შუქრუთის" მაღარო მოსახლეობის მიერ არის პიკეტირებული და კომპანიას ოპერირების შესაძლებლობას არ აძლევენ. ისინი მადნის მოპოვების პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

როგორც "შუქრუთი+“-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, კომპანიამ მხოლოდ ბოლო 9 თვის განმავლობაში შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხაზე გაცილებით მეტი, მლნ 200 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია გასცა.

"12 ოჯახის თანხა მთლიანად არის გადახდილი და დანარჩენი ოჯახების ნაწილობრივ. პროცესი მიმდინარეობს და ვიხდით. კვირაზე მეტია რაც გადაკეტილი აქვთ, პირველი დღიდან იყო კომუნიკაცია ჩვენი მხრიდან. გვაინტერესებდა თუ რა მოთხოვნები ქონდათ, მაგრამ კონკრეტული მოთხოვნები ვერ მოვისმინეთ,“ - განაცხადა "შუქრუთი+”-ის ხელმძღვანელმა ნოდარ მიქაბერიძემ. 

დღის ამბები