15 აპრილი 2021,   04:04
ვრცლად
ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია - ისინი მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან

ოპოზიცია მთავარი პირობის შეცვლაზე უარს აცხადებს და პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვისთვის ემზადება. მასშტაბური საპროტესტო აქცია-მსვლელობა ოპოზიციამ პარასკევისთვის უკვე დაანონსა.

მათი მთავარი მოთხოვნები ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. ისინი ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად საერთაშორისო ზეწოლის გამოყენებას აპირებენ.

"ვადამდელი რიგგარეშე არჩევნები, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა. ეს არის ის პაკეტი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ და აქედან რომელიმე ნაწილის ამოგლეჯვას არ ვაპირებთ.

გეგმა არის ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის 26 თებერვალს ძალიან დიდი აქცია-მსვლელობა," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

"ამ ვითარებას რეპრესიებით და პროპუტინული განწყობილებით ცნობილი ღარიბაშვილის დანიშვნით ვერ შეინარჩუნებენ. კატასტროფა ელის ბიძინა ივანიშვილს და ყველა მის გარემოცვას," - განცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები