01 მარტი 2021,   02:26
ვრცლად
პოსტკოვიდურ პერიოდში უეცარი სიკვდილის მიზეზი ვენური თრომბოზებია - ინფექციონისტი

ინფექციონისტი ელზა ვაშაკიძე ღამის კურიერში სტუმრობისას აცხადებს, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში ადამიანს შესაძლოა სხვადასხვა ნიშნები გამოუვლინდეს, რომელიც ეტაპობრივად მინელდება, თუმცა თუ ადამიანს სერიოზული თანამხლები დაავადება აღენიშნება, უმჯობესია ექიმთან ვიზიტი დაგეგმოს და იმკურნალოს.

გარდა ამისა, ინფექციონისტი აცხადებს, რომ ის ფაქტი, რომ დაავადების შემდგომ უეცარი სიკვდილი ფიქსირდება, ეს ვენური თრომბოზებისკენ მიდრეკილ ადამიანებს ახასიათებს.

პოსტკოვიდურ სინდრომს თავისი ნიშნები ჩამოყალიბებული აქვს, ეს არის სისუსტე, უღონობა, თმების ცვენა, ღამის უძილობა, სხვადასხვა ორგანოს და სისტემის მხრივ დაზიანებები, მაგალითად სუნთქვის გაძნელება, კუჭნაწლავის მხრივ ცვლილებები, თუმცა ეს ცვლილებები დაახლოებით 3-4 თვის შემდეგ თანდათანობით ნიველირდება და მინიმუმამდე დადის. 

უეცარ სიკვდილთან დაკავშირებით მინდა ვთქვა,  თუ ადამიანს ვენური თრომბოზებისკენ მიდრეკილება აქვს, პროგნოზირება ამის არანაირად არ შეიძლება. სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში უაცარი სიკვდილის მიზეზი არსებობს ვენური თრომბოზები, ამ თემას ნუ გავშლით, იმიტომ რომ ეს კაცობრიობის ტრაგედიაა," - განაცხადა ელზა ვაშაკიძემ.

დღის ამბები