01 მარტი 2021,   02:21
ვრცლად
სადეპუტატო მანდატების შევსებისთვის ტექნიკური მექანიზმი აღარ იქნება, სერიოზული ლეგიტიმაციის კრიზისი იწყება "ქართული ოცნებისთვის" - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მას შემდეგ რაც ოპოზიციის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერდებათ, მმართველი გუნდისთვის სერიოზული ლეგიტიმაციის კრიზისი დაიწყება.

როგორ ვაშაძე აცხადებს, მანდატების ანულირების შემდეგ, არ რჩება ტექნიკური მექანიზმი ამ სადეპუტატო მანდატების შევსებისთვის.

"თქვენ წარმოიდგინეთ, რომ კონსტიტუციურადაც კი, უზარმაზარი პრობლემა უჩნდება "ქართულ ოცნებას". 100 ვალიდური მანდატი, ანუ 100 უფლებადცნობილი დეპუტატი აღარ იქნება პარლამენტში, როგორც კი ისინი კენჭს უყრიან და ყველას დაატოვებინებენ პარლამენტს. არც ტექნიკური მექანიზმი იქნება ამ სადეპუტატო მანდატების შევსებისა. შესაბამისად, სერიოზული ლეგიტიმაციის კრიზისი იწყება "ქართული ოცნებისთვის". ეს მათთვის, ძალიან დიდი თავსატეხია," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას და დასძინა, რომ ქვეყანაში სერიოზულად დგას სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულობის პრობლემა.

დღის ამბები