01 მარტი 2021,   17:01
ვრცლად
ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში შესული დეპუტატებისთვის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა იგეგმება

ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში შესული დეპუტატებისთვის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა იგეგმება.

ცვლილებები მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის და მხოლოდ მათთვის, ვინც საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციურ ფლანგს შეავსებს.

მას შემდეგ, რაც რეგლამენტი შეიცვლება, უფრაქციო დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ ან თავად გახდნენ ვიცესპიკერები, ასევე დაიკავონ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის საპარლამენტო თანამდებობები.

კანდიდატის დასახელების უფლება უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ 4 კაციან ჯგუფს ექნება.

გადაწყვეტილების მიზეზად მმართველ გუნდში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ სურათს ასახელებენ და ამბობენ, რომ ამ მიდგომით ოპოზიციონერი დეპუტატების საპარლამენტო საქმიანობა სრულყოფილი იქნება. 

დღის ამბები