01 მარტი 2021,   16:43
ვრცლად
მედიკამენტებზე მაღალი ფასი რჩება ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ გამოწვევად - თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ მედიკამენტებზე მაღალი ფასი  ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ გამოწვევად რჩება.

თამარ გაბუნიას თქმით, საკითხს ერთიანი, სტრატეგიული პასუხი სჭირდება და დროებითი ინტერვენციებით ის ვერ გადაიჭრება. 

"მედიკამენტებზე მაღალი ფასი რჩება ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული გამოწვევა და ამას სჭირდება ერთიანი, სტრატეგიული პასუხი. ეს ფრაგმენტული ინტერვენციებით ვერ გადაიჭრება, დიდი ხნის პრობლემაა და სერიოზული პასუხი სჭირდება. ამისთვის, დაახლოებთ ორიოდე კვირის წინ საქართველო შეუერთდა ოსლოს ინიციატივას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში და ჩვენს რეგიონში ითვალისწინებს ერთიანი პოლიტიკის შექმნას, რაც ქვეყნებს საშუალებას მისცემს წამლის ფასზე ჰქონდეთ სწორი პოლიტიკა და ის მექანიზმები, რომელიც მოაგვარებს ამ პრობლემას. დღეს მე ცალსახა პასუხი არ მაქვს, რადგან ეს არის ერთიანი საკანონმდებლო სივრცის საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას იმ ახალ საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, რაზეც მუშაობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით ჯანდაცვის კომიტეტი. ვფიქრობ, მალე დავუბრუნდებით ამ საკითხს და უფრო მეტი პასუხი ამაზე გვექნება.

ჯანდაცვის სისტემის მხრიდან ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ დანიშნულებები იყოს რაციონალური და პაციენტს არ მოუხდეს ბევრი ისეთი მედიკამენტის მიღება, რომელიც მისთვის არ იქნება ეფექტური,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები