01 მარტი 2021,   16:48
ვრცლად
ტრანსპორტის აღდგენის და კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა 

ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანეები და სამოქალაქო აქტივისტები ასევე ითხოვენ კომენდანტის საათის გაუქმებას. ისინი აცხადებენ, რომ ხვალ გადის მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის 48 საათიანი ვადა. თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. 

"პანდემია არ უნდა ტყდებოდეს სოციალურად ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე და სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა დააყენოს საჯარო ტრანსპორტის აღდგენის საკითხი. ასევე, ვითხოვთ კომენდანტის საათის მოხსნას, რადგან ის ფორმა რაც გვაქვს, არის სრულიად არაჰუმანური,“ - ამბობს "მწვანეთა მოძრაობა"-ს წევრი, ლიზა ჟვანია.

მოძრაობის "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ეს რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით უნდა მოხდეს. 

"კოვიდ შეზღუდვებს თან ახლავს უსერიოზულესი სოციალური უთანასწორობა. ზიანდება ასი ათასობით მოქალაქე და მდიდრდება პატარა ჯგუფი და ხელისუფლება უბრალოდ იმტკიცებს კიდევ ძალაუფლებას. ამ პირობებში, ჩვენ მოვითხოვთ გონივრულ შეზღუდვებს, რომელიც გაავლებს ბალანსს ჯანდაცვასა და ეკონომიკურ საქმიანობას შორის. აქ იგულისხმება აუცილებლად სკოლების გახსნა, ტრანსპორტის და მთის კურორტების გახსნა, თუმცა რეკომენდაციების დაცვით,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

ავტორი: თამარ თათარაშვილი 

 

დღის ამბები