26 თებერვალი 2021,   23:30
ვრცლად
"ლილო მოლის" მოვაჭრეები 1 თებერვლიდან მუშაობის უფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მაღაზიების თვითნებურად გახსნას გეგმავენ

"ლილო მოლის" ტერიტორიაზე დასაქმებულებმა დღეს აქცია გამართეს. ისინი სავაჭრო ცენტრების მსგავსად, 1 თებერვლიდან გახსნის ნებართვას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ რეგულაციებს არ დაემორჩილებიან და 1 თებერვალს მაღაზიებს თვითნებურად გახსნიან. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია დახარული ტიპის ბაზრობების გახსნა 15 თებერვლიდან იგეგმება, რაც მოვაჭრეებისთვის მიუღებელია.

"როგორც სხვა მოლები ისე გვინდა ჩვენ, გაიხსნას "ლილო მოლი". მოვალთ ჩვენ 1 თებერვალს და ყველა გავხსნით მაღაზიებს. იქნება დაუმორჩილებლობა, უკიდურესად ვართ,"- აცხადებს აქციის მონაწილე დალი ნამიჭეიშვილი.

"ყველა რეგულაცია, რაც არის მოთხოვნილი აბსოლუტურად აკმაყოფილებს 6 ათასივე მაღაზია. შეუძლიათ ნებისიერი გახსნან და შეამოწმონ,"- განმარტავს აქციის კიდევ ერთი მონაწილე თამარ თოდრია.

"ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, ბაზრობების ხელმძღვანელები მთავრობას წერილობით თხოვნას გაუგზავნიან, რათა მათ მუშაობის დაწყება 1 თებერვლიდან შეძლონ. 

"მეექვსე თვეა რაც დახურულები ვართ და ფინანსურად ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. ბაზრობების ხელმძღვანელები ვიკრიბებით და წერილობითი თხოვნით მივმართავთ, იქნებ გაითვალისწინონ საკითხი და 1 თებერვალს გავიხსნათ. ვაჭრობის სფერო არ უნდა იყოფოდეს სექტორებად და თუ გახსნაა, უნდა იხსნებოდეს და უფრო თანაბრად გადანაწილდება ვიზიტორების რაოდენობა,"- აცხადებს "ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია. 

დღის ამბები