26 თებერვალი 2021,   22:42
ვრცლად
რუსეთში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებზე 2 250 ადამიანი დააკავეს

რუსეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებზე 2 250 ადამიანი დააკავეს. დაკავებები 70-მდე ქალაქში განხორციელდა.

ყველაზე მეტი, 855 მომიტინგე დედაქალაქში აიყვანეს. აქციას 40 000-მდე ადამიანი ესწრებოდა. დაკავებულებს შორის ალექსეი ნავალნის მეუღლეც იყო, თუმცა, ის მოგვიანებით გაათავისუფლეს.

პროტესტანტები აქციებს სოც ქსელებით აორგანიზებენ, საზოგადოება აქტიურად წერს, რომ პროტესტმა სისტემური ხასიათი უნდა მიიღოს.

დღის ამბები