25 თებერვალი 2021,   12:26
ვრცლად
ტაილანდში ბუდისტურ ტაძართან მაიმუნები გასათბობად ერთმანეთს ეხუტებიან

ტაილანდში ბუდისტურ ტაძართან მაიმუნები გასათბობად ერთმანეთს ეხუტებიან. ტაილანდის პროვინციაში ტემპერატურა 16 გრადუსით დაეცა, რის შემდეგაც მაიმუნები სითბოს შესანარჩუნებლად ერთად შეჯგუფდნენ.

როგორც წესი პრიმატები ამ ტერიტორიაზე ადამიანებისთვის საჭმლის სათხოვნელად მოდიან, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ისინი მზემ მიიზიდა.

ქვეყნის მეტეოროლოგების ცნობით, წელს შარშანდელთან შედარებით ცივი ზამთარია. დაბალი ტემპერატურა კი თებერვლის შუა რიცხვებამდე შენარჩუნდება.

დღის ამბები