25 თებერვალი 2021,   11:05
ვრცლად
ქუთაისში მსუბუქი ავტომობილი საგანგებო სიტუაციების სამსახურის მანქანას შეეჯახა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ი.აბაშიძის გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის დროს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაშავდა, რომელიც მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები