01 მარტი 2021,   01:47
ვრცლად
2008 წლის ომი - წაადგება თუ არა საქართველოს სტრასბურგის ვერდიქტი ჰააგაში

სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის 8 პუნქტით გამტყუნებამ კითხვები გააჩინა იმის თაობაზე, მოახდენს თუ არა გავლენას და თუ მოახდენს როგორ, 22 იანვრის გადაწყვეტილება ICC-ის გამოძიების შედეგზე.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მოსკოვმა დიდი დარტყმა მიიღო, საქართველოს კი გამარჯვებამ სხვა ინსტიტუციებშიც გაუხსნა გზა.

სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლიდან დღემდე 700 მტკიცებულება შევიდა, მათ შორის, განაღმვის ანგარიშები, რადარებისა და სატელიტების მონაცემები, ექსპერტული დასკვნები, რეპორტაჟები, მოწმეთა ჩვენებები თუ გორში აფეთქებული ისკანდერის ნამსხვრევები.

პროკურატურაში თვლიან, რომ სტრასბურგზე გავლენა განსაკუთრებით ამ მტკიცებულებამ მოახდინა.

მიუხედავად კრემლისა და საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო წარმომადგენლობის წინააღმდეგობისა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 8 მუხლით რუსეთი გამტყუნდა, გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

დღის ამბები