25 თებერვალი 2021,   11:09
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციამ "დაიცავი არჩევანის" წევრებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს

არასამთავრობო ორგანიზაციამ "დაიცავი არჩევანის" წევრებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს. ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მიუღებელია, როდესაც ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორების მიერ აღიარებული პოლიტპატიმრები ჰყავს, ასევე მიუღებლად მიაჩნიათ არჩევნების შედეგები.

აღნიშნული მოთხოვნებით, მათ აქცია რამდენიმე ქალაქში გამართეს. ზუგდიდისა და ლანჩხუთის შემდეგ ქუთაისში შეიკრიბნენ. არასამთავრობო ორგანიზაციას "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთა შეუერთდა.

"მთავარი მიზანი არის ის, რომ აუცილებლად, საქართველოში უნდა ჩატარდეს ვადამდელი სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები და აუცილებლად, ყველა პოლიტ პატიმარმა უნდა დატოვოს საპატიმრო, რადგან ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა და რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიაზე, იმ ქვეყანაში არ უნდა არსებობდნენ პოლიტ პატიმრები,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

დღის ამბები