04 მარტი 2021,   12:45
ვრცლად
მზადება ინაუგურაციისთვის - კაპიტოლიუმთან ფიცს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი და პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი დადებენ

აშშ-ში ინაუგურაციის ცერემონია ნახევარ საათში დაიწყება. კაპიტოლიუმთან ფიცს დადებენ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი.

ამ წუთებში მთელი მსოფლიო სწორედ ამ სანახაობის საყურებლად ემზადება. ადგილზე დაცულია უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები და გადაკეტილია ვაშინგტონი, სადაც წითელ ზონაში მხოლოდ სპეცსაშვებით უშვებენ.

ტრადიციული 200 000 ბილეთი არ გაიყიდა. სტუმრების ნაცვლად 200 000 დროშაა გამოფენილი, ხოლო ცნობილი ხეივანი, სადაც ობამას დროს 2 მილიონი ადამიანი შეიკრიბა, ცარიელია. ინაუგურაციას მხოლოდ ათასი კაცი დაესწრება: კონგრესის წევრები, ყოფილი პრეზიდენტები, სხვა ჩინოვნიკები და ელჩები. 

დღის ამბები