04 მარტი 2021,   12:49
ვრცლად
მადრიდში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

მადრიდში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, ინფორმაციას BBC ავრცელებს. ერთი შენობა ნაწილობრივ არის ჩამოშლილი.

ესპანეთის დედაქალაქის მერის თქმით, სავარაუდოდ, მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. მისივე ინფორმაციით, მადრიდის ცენტრში მდებარე შენობა კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნის. 

აფეთქების გამო სხეულის დაზიანება, სულ მცირე, 8 ადამიანმა მიიღო. მაშველებმა 60-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. 

დღის ამბები